понедельник, 12 сентября 2011 г.


პროექტის სახელწოდება-გენური ინჟინერია
პროექტის მთავარი თემა
პროექტის იდეა წარმოიშვა რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით.კერძოდ გენმოდიფიცირებული პროდუქტების გავრცელებასთან დაკავშირებით.ჩემს მიერ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე მინი ლექციის ჩატარების შემდეგ მოსწავლეთა დიდმა ინ ტერესმა გადაგვაწყვეტინა პროექტის მომზადება-  სათაურით გენური ინჟინერია.
მონაწილეთა ასაკი 15-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა 5 თვე
მოსალოდნელი შედეგები
დაწერენ რეფერატებს შექმნიან  სქემებს  და დიაგრამებს  გადაიღებენ სურათებს ,ჩაიწეr rენ ინტერვიუებს ,შექმნიან  სტენდს  გენურ ინჟინერიაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
მე-10კლასის  ბიოლოგია ,წიგნი მიკრო ბიოლოგიაში, ინტერნეტი,ციფრული აპარატი,თაბახის ფურცლები, კალამი.ფლომასტერები.
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
თემის შეჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ იმ საინტერესო კითხვებს , რომელიც აინტერესებს ბავშვებს და რომელიც აუცილებელია თემის სრული გახსნისთვის.მაგალითად:გენური ინჟინერიის ისტორია,გენეტიკური რეკომბინაცია ,გენმოდიფიცირებული ორგანიზმები კარტახენას პროტოკოლი,გენური ინjჟინერიის დადებითი და უარყოფითი მხარეები,მისი განვითარების პერსპექტივები,ჩვენს რაიონში გავრცელებული გენმოდიფიცირებული პროდუქტები.
მოსწავლეებს დავყოფ 3-4 წევრიან ჯგუფებად და სურვილის მიხედვით ავარჩევინებ საპროექტო საკითხებს ,ვუთითებ საინფორმაციო წყაროებს და   ვაძლევ დროს შუალედური პრეზენტაციისთვის
1 ჯგუფი:
მოიძიონ ინგორმაცია გენური ინჟინერიის ისტორიის შესახებ ინტერნეტიდან და მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინონ  პრზენტაციის სახით.
2 ჯგუფი
გენეტიკური რეკომბინაცია-მოიძიონ ინფორმაცია მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ,მიკრო ბიოლოგიაში და წარმოადგინონ  სქემებისა და ილუსტრაციების  სახით
3 ჯგუფი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და პროდუქტები,კარტახენის პროტოკოლი-მოიძიებენ ინფორმაციას  მე10 კლასის ბიოლოგიაში და ინტერნეტში  წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
მე-4 ჯგუფი
ჩვენს  რაიონში გავრცელებული გენმოდიფიცირებული  პროდუქტები-ინფორმაციას მ
     ოიძიებენ ხობის  რაიონის სოფლებში და წარადგენენ ინტერვიუებისა და სურათების.სახით.
  მე-5  ჯგუფი
თანამედროვე გენური ინჟინერიის პერსპექტივები-მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნტში და
წარმოადგენენ რეფერატის სახით.
ჯგუფის წევრები აანალიზებენ, აჯამებენ  თავიანტ ნამუშევრებს და წარადგენენ შუალედურ პრეზენტაციაზე. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი  ნამუშევრების მიხედვით ჯგუფებს შორის გაიმართება დისკუსია და შეაჯერებენ  ერთიან აზრს .
ჯგუფებს ვაძლევ შესაბამის  მითითებებს და ვთხოვ ერთად შეაჯერონ  ყველა ინფორმაცია,ვაძლევ დროს , რათა  მოემზადონ პროექტის საბოლოო პრეზენტაციისათვის
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:
ბიოლოგია, ქიმია,ისტორია,გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის  ხელმძღვანელი:
იზოლდა გვაგვალია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა :
izoldagvagvalia@gmail.com
ვებ გვერდი/ ბლოგი:
Izoldagvagvalia.blogspot.com